Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოპოზიციის ლიდერ ალექსანდრ მილინკევიჩის


ბელორუსიაში ოპოზიციის ლიდერ ალექსანდრ მილინკევიჩის დაპატიმრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ბელორუსიაში ოპოზიციის ლიდერ ალექსანდრ მილინკევიჩის დაპატიმრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მილინკევიჩს 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა 26 აპრილს მინსკში არასანქცირებული დემონსტრაციის ორგანიზების გამო. სოფიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დაგმო მილინკევიჩის დაპატიმრება, ბელორუსიის ხელისუფალთა ამ ნაბიჯს “მიუღებელი" უწოდა ეუთომ. კრიტიკა გამოთქვა ევროკომისიის პრეს-მდივანმაც. მინსკის სასამართლომ დღეს 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მილინკევიჩის გარდა კიდევ ორ წამყვან ოპოზიციონერს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, ერთს კი - კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს, 14 დღე მოუწევს საპატიმროში ყოფნა.
XS
SM
MD
LG