Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის დედაქალაქში ნატოს საგარეო საქმეთა


ბულგარეთის დედაქალაქში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ჩასულმა

ბულგარეთის დედაქალაქში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ჩასულმა
უკრაინელმა მინისტრმა, ბორის ტარასიუკმა დღეს გამოთქვა იმედი, რომ უკრაინას 2008 წლისთვის მიიწვევენ ნატოში. ტარასიუკმა ნატოელ კოლეგებთან მოლაპარაკებისას აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება არის უკრაინისთვის "შეუქცევადი" საგარეო პოლიტიკური მიზანი. იქვე მინისტრმა აღიარა, რომ უკრაინას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ნატოში შესვლამდე. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოპ სხეფერმა კი აღნიშნა, რომ არ არსებობს უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული განრიგი. ამასთან, მისივე თქმით, ნატოს კარი ღიაა უკრაინისთვის. [სხეფერის ხმა] “ჩვენი მხარდაჭერა 4ინტენსიური დიალოგის პროგრამისადმი4 ხაზს უსვამს, რომ ნატოს კარი ღია რჩება და რომ უკრაინისთვის, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია დასახული მიზნების მიღწევა”.
XS
SM
MD
LG