Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტი შეიკრიბა პირველ სამუშაო


ერაყის პარლამენტი შეიკრიბა პირველ სამუშაო სესიაზე დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ერაყის პარლამენტი შეიკრიბა პირველ სამუშაო სესიაზე დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
სესია გახსნა პარლამენტის თავმჯდომარე მაჰმუდ ალ-მაჰშადანიმ. პარლამენტმა წინა, 22 აპრილის სხდომაზე აირჩია თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე და სამწევრიანი საპრეზიდენტო საბჭო. დღეს კი განიხილავენ ოქტომბერში რატიფიცირებული კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხს. საქმე ის არის, რომ კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი სუნიტების უკმაყოფილებას იწვევს: ისინი შიშობენ, რომ კონსტიტუცია შეიცავს ერაყის დანაწევრების საფრთხეს. ერაყიდანვე იუწყებიან, რომ თვითმკველმა მოიერიშემ თავი აიფეთქა პოლიციის სადგურთან ქალაქ ფალუჯაში, მოკლა სულ ცოტა, 15 კაცი. დაჭრილზების რიცხვი, პოლიციისვე ცნობით, 20-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG