Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა კვლავ უარყო მისი მისამართით


აშშ-მა კვლავ უარყო მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა

აშშ-მა კვლავ უარყო მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა
დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. გაეროს ადამიანის უფლებათა უწყებაში აშშ-ის წარმომადგენელმა ბერი ლოვენკრონმა განაცხადა, რომ ამერიკა არა მარტო არასოდეს განახორციელებს ადამიანთა წამებას, არამედ არასოდეს დაუშვებს ასეთ ქმედებას. ლოვენკრონის თქმით, აშშ-ის კანონი და საერთაშორისო ხელშეკრულებები შეერთებულ შტატებს ასეთ ქმედებებს უკრძალავს. დღეს ჟენევაში, გაეროს ეგიდით, დაიწყო შესწავლა საკითხისა, თუ როგორ ეპყრობა შეერთებული შტატები ტერორიზმის წინააღმდეგ ომის ფარგლებში დაკავებულ პირებს.
XS
SM
MD
LG