Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტის განცხადებით, გასული თვის


ერაყის პრეზიდენტის განცხადებით, გასული თვის მანძილზე მარტო რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობამ 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბაღდადში.

ერაყის პრეზიდენტის განცხადებით, გასული თვის მანძილზე მარტო რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობამ 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბაღდადში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერაყის ლიდერები "შოკირებული და გაჯავრებული" არიან ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მოქალაქეებზე ყოველღდური თავდასხმების გამო. დღეს, პოლიციის ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბაკუბაში ავტობუსზე შეიარაღებული პირების თავდასხმისას. ბაღდადში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი მოკლეს სამსახურის გზაზე. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტალ აფარში კი 22-მდე გაიზარდა სამშაბათს თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი.
XS
SM
MD
LG