Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი,

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი,
მუჰამედ ელ ბარადეი, დადებითად გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ირანისთვის სანქციების დაწესების გადადების თაობაზე. ამსტერდამში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბარადეიმ ორივე მხარეს კომპრომისის გამონახვისკენ მოუწოდა, და იმედი გამოთქვა, რომ უთანხმოება მოგვარდება. ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებს კიდევ რამდენიმე კვირას მისცემს იმისათვის, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტაში დაარწმუნონ. თეირანი აცხადებს, რომ მისი ურანის გამდიდრების პროგრამა მხოლოდ ატომური ენერგოსადგურებისთვის არის გამიზნული, და ბომბების მოსამზადებლად საჭირო ურანს არ აწარმოებს.
XS
SM
MD
LG