Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში გუშინ და დღეს


სამხრეთ ავღანეთში გუშინ და დღეს გამართულ შეტაკებებში 80-მდე ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ ავღანეთში გუშინ და დღეს გამართულ შეტაკებებში 80-მდე ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა უმრავლესობას თალიბანის მებრძოლები შეადგენენ. დაიღუპნენ, აგრეთვე, 13 ავღანელი პოლიციელი და კანადელი სამხედრო მოსამსახურე. ყველაზე ცხარე შეტაკებები ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში გაიმართა. გარდა ამისა, ავღანეთის ორ სხვადასხვა ქალაქში დღეს აფეთქებები მოაწყეს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა. ქალაქ ჰერათში მოწყობილმა აფეთქებამ ანტინარკოტიკული უწყების ამერიკელი ექსპერტი იმსხვერპლა, ხოლო ღანზის პროვინციაში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანელი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG