Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთმა ევროპის საბჭოს მორიგე


დღეს რუსეთმა ევროპის საბჭოს მორიგე თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა.

დღეს რუსეთმა ევროპის საბჭოს მორიგე თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა.
სტრასბურგში გამართულ ცერემონიაზე მორიგე თავმჯდომარის ფუნქციები რუმინეთმა ოფიციალურად გადააბარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს. როგორც ლავროვმა განაცხადა, რუსეთი აპირებს, დაამტკიცოს, რომ ღირსია, სათავეში ედგას ასეთ ავტორიტეტიან ორგანიზაციას. [სერგეი ლავროვის ხმა] "არ ვაპირებთ, ბოროტად გამოვიყენოთ თავმჯდომარის ფუნქციები. მათს შესრულებას პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. ვეცდებით, ისე ვიმუშაოთ, რომ ევროპის საბჭომ შეძლოს ყურადღების გამახვილება იმ კონკრეტული ამოცანების გადაჭრაზე, რომლებიც მისივე მანდატიდან გამომდინარეობს." 1996 წლიდან მოყოლებული, როცა ევროსაბჭოს წევრი გახდა, რუსეთი პირველად გახდა ამ ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე. ამ ფუნქციებს იგი ექვსი თვის მანძილზე შეასრულებს.
XS
SM
MD
LG