Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდნენ ლიტერატურული პრემია ”საბას” ლაურეატები


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი "წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა" - ასე უწოდებენ მისი ორგანიზატორები ყოველწლიურ ლიტერატურულ პრემია ”საბას”,

რომელში გამარჯვებულთა ვინაობაც და მათი დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა შაბათს საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში. გაზეთ ”24 საათის”, TBC ბანკისა და ”პენ კლუბის” მიერ დაწესებული პრემია შვიდ ნომინაციაში გაიცა. მართალია, ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ”საბა” გადაეცემათ არა სახელებსა და გვარებს, არამედ ნაწერებს, მაგრამ მაინც წლის საუკეთესო რომანის ავტორად ზედიზედ მესამედ აკა მორჩილაძე დასახელდა, წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ავტორად კი რატი ამაღლობელი. დაჯილდოების ცერემონიას, სხვებთან ერთად, რადიო ”თავისუფლების” თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილიც ადევნებდა თვალყურს.

(იხ. აუდიოვერსია)
XS
SM
MD
LG