რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს სოჭში ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის სამიტი გახსნა დაპირებით
, რომ რუსეთი სტაბილურად მოამარაგებს ევროპას ენერგიით. პუტინმა ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს. [პუტინის ხმა] "ჩრდილო-ევროპის გაზსადენის მშენებლობის დაწყება, კონტინეტის ენერგიის უსაფრთხოების სხვა ზომები - ყოველივე ეს მიმართულია იქით, რომ შესრულდეს გლობალური და რეგიონული განვითარების ამოცანები და მიღწეულ იქნეს მთავარი მიზანი - გაუმჯობესდეს ევროპელების ცხოვრების ხარისხი." ევროკავშირის ამჯამინდელმა მორიგე პრეზიდენტმა, ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს კონსტრუქციული პარტნიორობის 40-ზე მეტი წელი აკავშირებთ.