Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბენედიქტე XVI განაგრძობს


რომის პაპი ბენედიქტე XVI განაგრძობს პოლონეთში ვიზიტს. დღეს მან ქალაქ კრაკოვთან მდებარე ვადოვიცეში მოინახულა სახლი,

რომის პაპი ბენედიქტე XVI განაგრძობს პოლონეთში ვიზიტს. დღეს მან ქალაქ კრაკოვთან მდებარე ვადოვიცეში მოინახულა სახლი,
სადაც ბავშვობის წლები გაატარა კაროლ ვოიტილამ, ანუ ამჟამინდელი პაპის წინამორბედმა - პაპმა იოანე პავლე მეორემ. ბენდიქტემ ილოცა ეკლესიაში, რომელშიც იოანე პავლე მეორე მოინათლა, შემდეგ კი მორწმუნეებისადმი მიმართვაში პოლონურად წარმოთქვა ფრაზა, რომ დიდი სიხარულით აღავსო იოანე პავლე მეორის მშობლიურ კუთხეში ყოფნამ. იქვე ბენედიქტემ მორწმუნეებს, რომლებიც იოანე პავლე მეორის წმინდანად შერაცხვას მოითხოვენ, უთხრა, რომ იმედოვნებს - კათოლიკური ეკლესია ყველა ღონეს მიმართავს საამისოდ. გერმანელი პაპის ვიზიტი პოლონეთში ხვალ გრძელდება ოსვენციმში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საკონცენტრეციო ბანაკის მუზეუმის მონახულებით.
XS
SM
MD
LG