Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჰომოსექსული აქტივისტების გამოსვლა დაპირისპირებაში


მოსკოვში ჰომოსექსული აქტივისტების გამოსვლა დაპირისპირებაში გადაიზარდა,

მოსკოვში ჰომოსექსული აქტივისტების გამოსვლა დაპირისპირებაში გადაიზარდა,
როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსი მართლმადიდებელი რადიკალები და ულტრანაციონალისტები დაერიენ. როგორც იუწყებიან, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გერმანიის პარლამენტის წევრი, რომელიც ახალგაზრდა ნაციონალისტებმა სცემეს. ბოლო რამდენიმე კვირა მწვავდებოდა დისკუსია ჰომოსექსუალთა აღლუმის გამართვის გეგმის გამო. ქალაქის ხელმძღვანელობამ უარი თქვა აღლუმის სანქცირებაზე, მაგრამ ჰომოსექსუალმა აქტივისტებმა მაინც გადაწყვიტეს ქუჩაში გასვლა. მოსკოვში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული წესრიგის დასაცავად.
XS
SM
MD
LG