Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა ხავიერ


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ მოლაპარაკებები გამართა

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ მოლაპარაკებები გამართა
ირანის მაღალი რანგის წარმომადგენელთან ალი ლარიჯანისთან. ირანის მხარეს გადაეცა საერთაშორისო წინადადებების ახალი პაკეტი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისთან დაკავშირებით. პაკეტი გასულ კვირაში იქნა შეთანხმებული გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა და გერმანიის შეხვედრაზე. იგი შეიცავს ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე წინადადებებს იმის სანაცვლოდ, რომ თეირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრებაზე. ლარიჯანიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ კონსტრუქციული დიალოგი გვქონდა. წარმოდგენილ იქნა ახალი წინადადებები, რომლებიც ექვსმა სახელმწიფომ შეიმუშავა. ჩვენის აზრით, ეს წინადადებები რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს შეიცავს. მაგრამ პაკეტი შეიცავს აგრეთვე ზოგიერთ ბუნდოვან საკითხს, რაც ამოღებულ უნდა იქნეს."

XS
SM
MD
LG