Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, სამი


აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, სამი პატიმრის თვითმკვლელობა გუანტანამოს ციხეში,

აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, სამი პატიმრის თვითმკვლელობა გუანტანამოს ციხეში,
რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავთ დაკავებული, პატიმრების სიკვდილის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ეს საპატიმრო 4 წელიწადზე მეტი ხნის წინ გაიხსნა. აშშ-ის
სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, გუანტანამოს ციხეში სამი პატიმარი მკვდარი იპოვეს შაბათს. მათ, როგორც ჩანს, თავი ჩამოიხრჩეს. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამ ამბის გამო, მოითხოვა მიცვალებულების დაკრძალვა მათი კულტურული და რელიგიური ტრადიციების გათვალისწინებით. გუანტანამოს ციხის მმართველის, ამერიკელ ადმირალ ჰარი ჰარისის განცხადებით, სამი თივთმკვლელობა იყო აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული აქტი. [ჰარი ჰარისის ხმა] "ისინი ჭკვიანები, ნიჭიერები, თავდადებულები არიან. პატივს არ სცემენ სიცოცხლეს. არა მგონია ეს ყოფილიყო სასწარკვეთის შედეგი - ეს იყო ჩვენს წინააღმდეგ ასიმეტრიული ომის შემადგენელი აქტი”. ადამიანის უფლებების დამცველ არაერთ ორგანიზაციას, მათ შორის ამნესტი ინტერნეიშენალს, გავრცელებული აქვთ განცხადებები, რომლებითაც გმობენ გუანტანამოს პატიმრების უფლებათა დარღვევას და აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, დახუროს ეს ციხე.
XS
SM
MD
LG