Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 2500 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 2500 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.


ბაღდადში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მოქმედებს. კოალიციური ძალების ხელმძღვანელობით, ქალაქის ქუჩებში ათი ათასობით ადგილობრივი პოლიციელი და ჯარისკაცი ახორციელებს პატრულირებას. პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიქის მთავრობამ კომენდანტის საათი დააწესა. პარასკევის ლოცვებისას აიკრძალა მანქანებით გადაადგილება.
გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე, პოლიციამ ბაღდადის სხვადასხვა რაიონში 7 ნატყვიარებიანი ცხედარი აღმოაჩინა. ბაღდადიდან ჩრდილოაღმოსავლეთით, ქალაქ ბაყუბაში, შეიარაღებულმა პირებმა მიკროავტობუსი გააჩერეს და მისი მგზავრები - 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
ჩრდილოეთში, ქალაქ თიქრითში, შეიარაღებული პირები სუნიტურ მეჩეთში შეიჭრენ და ოთხი ადამიანი მოკლეს. სულ მცირე სამი მოქალაქე ბაღდადის ერთ-ერთ საცხობთან აფეთქებულ ბომბს შეეწირა. ჩრდილოეთში, ქალაქ თალ აფარში, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ხუთი ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG