Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა თბილისის მერიის სატრანსპორტო


თანამდებობიდან გადადგა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ზურაბ ჩიკვილაძე.

თანამდებობიდან გადადგა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ზურაბ ჩიკვილაძე.
ოფიციალური ინფორმაციით, მან თანამდებობა `პირადი სურვილით~ დატოვა. საპარლამენტო ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტის~ ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ჩიკვილაძის გადადგომაში გადამწყვეტი როლი მისი ფრაქციის მონიტორინგის ჯგუფის მიერ წაყენებულმა ბრალდებებმა შეასრულა. ამ ბრალდებების თანახმად, სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა კანონდარღვევით შეიყვანა ჰოლანდიური ავტობუსები და ჩაიდინა სხვა სამართალდარღვევები. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას დედაქალაქის მეტროპოლიტენის ამჟამინდელი უფროსი დავით ალავიძე დაიკავებს.
XS
SM
MD
LG