Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში, შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის


ბაღდადში, შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა და,

ბაღდადში, შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა და,
სულ ცოტა, ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმა განხორციელდა იმავე მეჩეთზე, რომელშიც აპრილში მომხდარი აფეთქებისას 90 მლოცველი დაიღუპა. ხუთშაბათს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ერაყს კვლავაც ესაჭიროება სამხედრო დახმარება: "ერაყის მთავრობა ითხოვს და მიესალმება ჩვენს ქვეყანაში მრავალეროვანი ჯარის ყოფნის გაგრძელებას. ჩვენ მადლობას ვუხდით ამ ჯარებს და კოალიციის წევრ ქვეყნებს მათი ქმედითი დახმარებისთვის და ერაყის ხალხის მიმართ ნაკისრი ვალდებულებებისთვის." ზებარის განცხადების შემდეგ უშიშროების საბჭომ კოალიციის ჯარებს სულ ცოტა მიმდინარე წლის ბოლომდე გაუგრძელა ერაყში ყოფნის ვადა.
XS
SM
MD
LG