Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპეცსამსახურებმა, და მოსკოვის ერთგულმა


რუსეთის სპეცსამსახურებმა, და მოსკოვის ერთგულმა ჩეჩენმა ჯარისკაცებმა,

რუსეთის სპეცსამსახურებმა, და მოსკოვის ერთგულმა ჩეჩენმა ჯარისკაცებმა,
ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი, აბდულ-ხალიმ სადულაევი მოკლეს. ჩეჩნეთის პრო-რუსული მთავრობის პრემიერ მინისტრის, რამზან კადიროვის ცნობით, სადულაევი ცეცხლსასროლი იარაღით გროზნოსთან ახლოს, ქალაქ არღუნში მოკლეს. კადიროვის ცნობით, სადულაევის ადგილსამყოფელი მისმა ახლობელმა დაახლოებით 55 ამერიკულ დოლარად - 1500 რუბლის საფასურად გასცა. ”რადიო თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახური ჩეჩნეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს, ახმედ ზაკაევს დაუკავშირდა, რომელმაც სადულაევის სიკვდილს ”პოლიტიკური მკვლელობა” უწოდა: [ზაკაევის ხმა]: ”რუსეთის სპეცსამსახურებმა დღეს დილით კიდევ ერთი პოლიტიკური მკვლელობა ჩაიდინეს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის, იჩქერიის პრეზიდენტი, აბდულ-ხალიმ სადულაევი, უთანასწორო ბრძოლაში, ქალაქ არღუნში დაიღუპა. იქ მას თან ორი თანამებრძოლი ახლდა, და ორივე დაიღუპა. სამი ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელიც, როგორც აცხადებენ, მიზნად სადულაევის დაპატიმრებას ისახავდა”. აბდულ-ხალიმ სადულაევი ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერად მას შემდეგ დაასახელეს, რაც რუსეთის ძალებმა გასულ წელს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოკლეს.
XS
SM
MD
LG