Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი


ყაზახეთში დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი.

ყაზახეთში დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი.
ბოლო დღეს ქვეყნების ლიდერემი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ენერგეტიკაში, და სხვა საკითხებში, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებებით გამოვიდნენ.
ალმა-ატაში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებს, და სხვა ლიდერებს, განუცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გაერთიანებული ძალებით უნდა ებრძოლოს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა სოციალური დეგრადაცია, სიღარიბე, და გარემოს განადგურება. კონფერენციის მონაწილეებს შორის ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პაკისტანის პრეზიდენტი, პერვეზ მუშარაფი, და ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი იყვნენ. დამკვირვებლების სტატუსით სამიტს ინდონეზიის, იაპონიის, უკრაინის, შეერთებული შტატების და გაეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG