Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც


ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ამ უწყების წევრი ზოგიერთი ქვეყანა გაკრიტიკებულია აშშ-ის სადაზვერვო

ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ამ უწყების წევრი ზოგიერთი ქვეყანა გაკრიტიკებულია აშშ-ის სადაზვერვო
სამსახურებთან უკანონო თანამშრომლობისთვის. ცალკეული ქვეყნებისადმი მიმართული ეს ბრალდებები შეიცავს საიდუმლო ავიარეისების განხორციელებას ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გადასაყვანად; ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის საშუალების მიცემას, მათს ტერიტორიებზე დაკავების საიდუმლო ცენტრები შეექმნა; აგრეთვე, თვალის დახუჭვას უკანონო პრაქტიკაზე, როცა ვაშინგტონის სადაზვერვო სამსახური ეჭვმიტანილებს ყოველგვარი იურიდიული ზედამხედველობის გარეშე აპატიმრებდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრა მას შემდეგ შედგა, რაც შვეიცარიელმა სენატორმა დიკ მარტიმ პარლამენტარებს საგანგებო ანგარიში გააცნო. ამ დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო კანონმდებლობა ევროპის 14-მა სახელმწიფომ დაარღვვია. ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ფრანკო ფრატინიმ გამოთქვა მოწოდება, ყოველმხრივ იქნეს გამოძიებული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ევროპაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების გარემოებები. გარდა ამისა, ფრატინიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამკაცრებულ იქნეს საპარლამენტო კონტროლი ევროპის სადაზვერვო სამსახურებზე.
XS
SM
MD
LG