Accessibility links

site logo site logo

მოლდავეთისთვის რუსეთის გაზის მიწოდების საბოლოო


მოლდავეთისთვის რუსეთის გაზის მიწოდების საბოლოო პირობებს შემოდგომაზე დაადგენენ.

მოლდავეთისთვის რუსეთის გაზის მიწოდების საბოლოო პირობებს შემოდგომაზე დაადგენენ.
ამ დროისთვის დაგეგმილია 10-წლიანი ხელშეკრულების პროექტის შემუშავება. ამის შესახებ იუწყება მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ვასილ ტარლევი. ჯერჯერობით მოლდავეთსა და რუსეთის კომპანია "გაზპრომს" შორის მიღწეულია საშუალედო შეთანხმება. 1 ივლისიდან "გაზპრომმა" მოლდავეთს 45 პროცენტით გაუზარდა გაზის საფასური. ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მოლდავეთი ახლა 160 დოლარს იხდის.
XS
SM
MD
LG