Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის დღევანდელი


ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის დღევანდელი ხელმოწერით დამტკიცდა კანონი მასმედიის შესახებ,

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის დღევანდელი ხელმოწერით დამტკიცდა კანონი მასმედიის შესახებ,
რომელიც - როგორც მისი კრიტიკოსები ირწმუნებიან - აძლიერებს მასმედიაზე ხელისუფლების კონტროლს. ახალი კანონით, რედაქტორებს, რომელთა მედია-ორგანიზაციებიც დაიხურა, სამი წელი ეკრძალებათ რედაქტორებად მუშაობა. გამკაცრებულია ახალი საინფორმაციო საშუალებების რეგისტრაციის წესებიც. ეუთო და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია ნაზარბაევს მოუწოდებდნენ ვეტოს გამოყენებისაკენ, რათა კანონპროექტი, რომელიც გასულ კვირაში დაამკტიცა პარლამენტმა, კანონად არ ქცეულიყო.
XS
SM
MD
LG