Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში დილით 7 რაკეტის


ჩრდილოეთ კორეაში დილით 7 რაკეტის გამოცდას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოჰყვა. ამ სხდომაზე დაგმეს ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეაში დილით 7 რაკეტის გამოცდას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოჰყვა. ამ სხდომაზე დაგმეს ჩრდილოეთ კორეაში
რაკეტების გამოცდა, თუმცა არ გამოსულან სანქციების შემოღების მოწოდებით. ჩრდილოეთმა კორეამ 7 რაკეტა გამოსცადა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტის ტალღა მოჰყვა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ, ბრიტანეთი და იაპონია მოითხოვდნენ სანქციების მიმღებ რეზოლუციას, მაგრამ რუსეთმა და ჩინეთმა, რომელთაც ვეტოს უფლება აქვთ, უფრო რბილ განცხადებას მიანიჭეს უპირატესობა. თეთრი სახლის პრეს-მდივან ტონი სნოუს განცხადებით, რაკეტების გამოცდაზე მეტისმეტად მკვეთრი რეაქცია გაუმართლებელია, მაგრამ მისივე თქმით, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან ჩრდილოეთ კორეის დაბრუნება. [სნოუს ხმა] “ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად იმის დასადგენად, როგორ ვცადოთ ჩრდილოეთ კორეის დაბრუნება მოლაპარაკების მაგიდასთან, ექვსმხრივ მოლაპარაკების ფორმატში და როგორ გავაგრძელოთ ამ პროცესში წინსვლა”. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა იაპონიის მოთხოვნით მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გამოსცადა რაკეტები, რომელთა შორის ერთ-ერთი - "ტაეპოდონგ 2" ტიპის რაკეტა - რადიუსით აშშ-ს წვდება.
XS
SM
MD
LG