Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 40 ლიბანელი დაიხოცა


დღეს 40 ლიბანელი დაიხოცა, რის შედეგად დაღუპულთა რიცხმა 200-ს მიაღწია.

დღეს 40 ლიბანელი დაიხოცა, რის შედეგად დაღუპულთა რიცხმა 200-ს მიაღწია.
ორი ლიბანელი დაიღუპა ნავსადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ლიბანის ოფიციალურ პირთა თანახმად, ისრაელის რაკეტები მოხვდა საწვავის მარაგის საცავს, სამოქალაქო უწყებებს, ასევე ფაბრიკებს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა სინიორმა განაცხადა ისრაელის პირობის საპასუხოდ, რომ არ შეწყვეტს თავდასხმებს, სანამ არ იქნება “ჰიზბალაჰ” განიარაღებული, რომ მას პასუხისმგებლობა არ შეძლია იქონიოს “ჰიზბალაჰის” ქმედებაზე.
ლიბანიდან გატყორცნილი ნაღმი დღეს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში სამსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
XS
SM
MD
LG