Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია.


ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია.
რეგიონიდან მოსული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ჯარმა ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქიდან, მარუნ ალ-რასიდან, ჰიზბოლაჰის მებრძოლების განდევნა შესძლო. ამისათვის ბრძოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანამდე, ისრაელის ჯარმა ლიბანის სამხრეთში მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა. ლიბანთან საზღვრის ახლოს ისრაელის მძიმე ტექნიკა და ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული. ისრაელმა ათასობით რეზერვისტიც გამოიხმო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ისრაელის ჯარის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლიბანში სრულმასშტაბიანი შეჭრა არ იგეგმება. დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ და ცენტალურ ლიბანში სატელევიზიო და სატელეფონო ანძებზე მიიტანეს იერიში. ამის შედეგად ქვეყანაში ყველაზე დიდმა კერძო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, და სატელეფონო კავშირები გაწყდა. ჰიზბოლაჰმა ჩრდილოეთი ისრაელის ქალაქებს 65ზე მეტი ჭურვი ესროლა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.
XS
SM
MD
LG