Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიზბოლაჰის" მეომრები ისრაელის ჯარებთან ბრძოლაში


"ჰიზბოლაჰის" მეომრები ისრაელის ჯარებთან ბრძოლაში ჩაერთნენ სამხრეთ ლიბანის ქალაქ ბინტ ჯბეილთან,

"ჰიზბოლაჰის" მეომრები ისრაელის ჯარებთან ბრძოლაში ჩაერთნენ სამხრეთ ლიბანის ქალაქ ბინტ ჯბეილთან,
"ჰიზბოლაჰის" დასაყრდენი პუნქტის ისრაელის ხელში გადასვლის თავიდან ასაცილებლად. ისრაელის მხარეზე მსხვერპლის შესახებ იუწყებიან: ისრაელის არმიის ინფორმაციით, მას 8 ჯარისკაცი მოუკლეს ბინტ ჯბეილთან შეტაკებისას. დღეს განცხადება გააკეთა "ჰიზბოლაჰის" ლიდერმა ჰასან ნასრალამ, რომლის თქმითაც, იწყება ისრაელთან კონფრონტაციის ახალი ფაზა და "ჰიზბოლაჰის" მებრძოლები სარაკეტო იერიშებს განავრცობენ ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰაიფის მიღმაც. მისივე თქმით, "ჰიზბოლაჰი" არ დაყაბულდება დამამცირებელ პირობებს, მაგრამ ღიაა პოლიტიკური დისკუსიისთვის. "ჰიზბოლაჰის" მებრძოლებმა დღეს 120-ზე მეტი რაკეტა ესროლეს ჩრდილოეთ ისრაელს, ქალაქებს ჰაიფას, აკრეს, კარმიელსა და საფედს. დღესვე ბეირუთის აეროპორტზე დაჯდა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი.
XS
SM
MD
LG