Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ხუთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.


ერაყში ხუთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადლობის ცნობით,

ერაყში ხუთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადლობის ცნობით,
მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერაყში მოქმედი ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრებს, რის შედეგადაც ხუთი მათგანი დაიჭრა. თავდასხმა მოხდა ბაქუბის მახლობლად, დაბა ხაინრაბატში, დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილოეთით, მისგან 65 კილომეტრის მანძილზე. ამავე ცნობის თანახმად, ხუთიდან ოთხ ქართველ ჯარისკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ისინი თავიანთ ნაწილს დაუბრუნდნენ. მეხუთე დაჭრილი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.
XS
SM
MD
LG