Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუკი ირანი საჭიროდ ჩათვლის, გააფართოებს


თუკი ირანი საჭიროდ ჩათვლის, გააფართოებს ურანის გამდიდრებაზე მუშაობის მაშტაბებს,

თუკი ირანი საჭიროდ ჩათვლის, გააფართოებს ურანის გამდიდრებაზე მუშაობის მაშტაბებს,
მაგრამ გაეროს ინსპექტორთა მეთვალყურეობით გააკეთებს ამას. ეს განაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე თეირანის წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ. "ჩვენ განვავითარებთ ბირთვულ ტექნოლოგიას იმ დონემდე, სადამდეც დაგვჭირდება. იგულისხმება ყველა ბირთვული ტექნოლოგია. მათ შორის ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების კასკადი," თქვა მან. ლარიჯანიმ კვლავ უარყო გაეროს რეზოლუცია, რომელიც ირანისგან აგვისტოს ბოლომდე მოითხოვს ბირთვულ სფეროში გამოკვლევათა შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG