Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდის ხელისუფალთა


სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდის ხელისუფალთა ინფორმაციით,

სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდის ხელისუფალთა ინფორმაციით,
"თალიბანის" მიმდევრებმა 70 წლის ქალი და მისი ვაჟიშვილი ჩამოახრჩეს პრეზიდენტ კარზაის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ამირ მოჰამად ახუნზადამ დაგმო ჩამოხრჩობის ფაქტი. [ახუნზადას ხმა] “ეს არა-ისლამური აქტია, არაკანონიერი და არაადამიანური. მეამბოხეების ასეთი ქმედება მიუღებელია ხალხისთვის. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ისინი სხვების დავალებებს ასრულებენ, სხვების მონები არიან”. მაგრამ მამაკაცმა, რომელიც თავს თალიბანის პრეს-მდივანს უწოდებს, ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ "თალიბანს" არაფერი აქვს საერთო მოხუცი ქალის და მისი შვილის ჩამოხრჩობასთან.
XS
SM
MD
LG