Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავსტრიის პოლიციამ ავსტრიაში საქართველოს


სამხრეთ ავსტრიის პოლიციამ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს

სამხრეთ ავსტრიის პოლიციამ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს
52 ქართველის დაკავების ფაქტი დღეს არაოფიციალურად დაუდასტურა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ავსტრიის ოფიციალური წყაროები ქართულ მხარეს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჰპირდებიან. ავსტრიაში საქართველოდან მიგრირებული ეჭვმიტანილთა ჯგუფი ხუთშაბათს დააკავეს. ყველა მათგანი ავსტრიაში ქურდობაში და თავდასხმების განხორციელებაშია ეჭვმიტანილი. ეჭვნიტანილები 13 ჯგუფად იყვნენ გაერთიანებულნი. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირების ანგარიშზე 393 ქურდობა ირიცხება. ისინი ძარცვავდნენ ბინებსა და მაღაზიებს. წინასწარი მონაცემებით, მათ მიერ მიყენებული ზარალი 900 000 ევროდ ფასდება.
XS
SM
MD
LG