Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის


გრძელდება საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი.

გრძელდება საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი.
დელეგაციას სათავეში უდგას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი.
საქართველოში სტუმრობის მეორე დღეს ამერიკელ სენატორთა დელეგაციამ მოინახულა "ბიოლოგიური საფრთხის შემცირების" ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შექმნილი ცენტრები. ამ ცენტრების დაარსება მოხდა ეგრეთ წოდებული ნან-ლუგარის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გაწეული საფინანსო, საექსპერტო და ტექნიკური დახმარებით. მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც სენატორმა ლუგარმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
XS
SM
MD
LG