Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ერაყში მომხდარ აფეთქებებს 30


კვირას ერაყში მომხდარ აფეთქებებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კვირას ერაყში მომხდარ აფეთქებებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეყნის ჩრდილოეთში, ქირქუქში ორმა ტერაქტმა 9 ადამიანი იმსხვერპლა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ერაყის პრეზიდენტის ნათესავის სახლის წინ. თვითმკვლელმა მანქანა შენობის წინ მდგომი დაცვისკენ მიმართა. ბასრაში, ქვეყნის სამხრეთში, თვითმკვლელმა მოტოციკლეტისტმა თავი აიფეთქა ბაზრის ტერიტორიაზე. დაიღუპა 7 ადამიანი და ათი დაიჭრა. ბაღდადში ტერაქტებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა. სამთავრობო გაზეთ "ას-საბაჰის" შენობასთან აფეთქდა ავტომანქანა. დაიღუპა ორი ადამიანი და სულ ცოტა 20 დაიჭრა. შენობა ძლიერ დაზიანდა. ასევე დაზიანდა შენობასთან მდგომი ათეულობით ავტომანქანა. თითქმის იმავე დროს ბაღდადის ცენტრში მოხდა კიდევ ერთი აფეთქება, ამჯერად მიკროავტობუსში. ამ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა ერაყის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, ქალაქ ჰალისის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG