Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა, ცნობების თანახმად, ურანის გამდიდრების


ირანმა, ცნობების თანახმად, ურანის გამდიდრების ახალი ეტაპი დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ გაერო მისგან მოითხოვს ბირთვულ საწვავზე

ირანმა, ცნობების თანახმად, ურანის გამდიდრების ახალი ეტაპი დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ გაერო მისგან მოითხოვს ბირთვულ საწვავზე
მუშაობის შეწყვეტას 31 აგვისტომდე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დიპლომატები, რომელთა ვინაობაც საჯაროდ არ გაუმხელიათ, ისევე როგორც გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” დღეს დაბეჭდილი რეპორტაჟი, იუწყებიან, რომ ირანი მუშაობს მცირერიცხოვან ურანზე, რომელსაც ვერ გამოიყენებს იარაღის დასამზადებლად. ამ ინფორმაციით, ატომური სააგენტოს ექსპერტები მოგვიანებით გაავრცელებენ ანგარიშს, რომელშიც ლაპარაკი იქნება ირანის ბირთვული პროგრამის ახალ ეტაპზე და ამ პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. დღეს პეკინში შეიკრიბნენ ირანელი და ჩინელი დიპლომატები ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე აბას არაღჩი შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლი ძაოსინს. როგორც იუწყებიან, მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ საჭიროა, დიპლომატიის გზით მოგვარდეს უთანხმოება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ამ კვირაში, სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს არაფერი უთქვამს ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეჩერების შესაძლებლობაზე.
XS
SM
MD
LG