Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში ნატოს თვითმფრინავი ჩამოვარდა


სამხრეთ ავღანეთში ნატოს თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 14 ბრიტანელი ჯარისკაცი შეეწირა.

სამხრეთ ავღანეთში ნატოს თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 14 ბრიტანელი ჯარისკაცი შეეწირა.
ნატოს წარმომადგენელი, მაიორი სკოტ ლუნდი, ამბობს რომ თვითმფრინავი ნატოს დავალებას ასრულებდა, როდესაც ქალაქ ყანდაარიდან 20 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, დეს ბრაუნმა, ინციდენტს ”შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი” უწოდა. მისი განცხადებით, კატასტროფა შეტაკების შედეგი არ უნდა ყოფილიყო. ნატომ გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფა შესაძლოა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG