Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში იტალიელების დამატებითი სამხედრო კონტინგენტი


ლიბანში იტალიელების დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და აღჭურვილობა ჩავიდა.

ლიბანში იტალიელების დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და აღჭურვილობა ჩავიდა.
იტალიელი მშვიდობისდამცველები შეუერთდებიან გაეროს ძალებს, რომელთაც ისრაელსა და "ჰიზბოლაჰს" შორის მიღწეული ზავის დაცვაზე ზრუნვა ევალებათ. იტალიელების ამ კონტინგენტის ჩასვლით ლიბანში განთავსებული მშვიდობისდამცველების რიცხვი 3200-მდე გაიზარდა. გაერო მოითხოვს სამხრეთ ლიბანში შეჭრილი ისრაელის ჯარის გასვლას ამ ტერიტორიიდან, როგორც კი ლიბანში, გეგმისამებრ, 5000-ს მიაღწევს გაეროს მშვიდობისდამცველთა რიცხვი.
XS
SM
MD
LG