Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანეთში


ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანეთში ნატო სამხედრო მისიას გააგრძელებს, სამხრეთში "თალიბანის" გააქტიურების მიუხედავად.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანეთში ნატო სამხედრო მისიას გააგრძელებს, სამხრეთში "თალიბანის" გააქტიურების მიუხედავად.
როგორც იაპ დე ჰოპ სხეფერმა აღნიშნა, ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული მრავალეროვანი ჯარები აღმოსავლეთ ავღანეთში ჩაიბარებს ოპერაციას აშშ-ს სარდლობას დაქვემდებარებული კოალიციური ძალებისაგან. ამ საკითხს იაპ დე ჰოოპ სხეფერი ქაბულში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას შეეხო. [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] “ქვეყნის ზოგ რაიონში მიმდინარე ძალადობა, რომლის მოწმეც ახლა ვართ, ნატოს ხელს ვერ ააღებინებს თავისი მისიის გაგრძელებაზე. ნატოს ჯარები ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად გააგრძელებენ მტერთან სამხედრო დაპირისპირებას, თუ საჭირო იქნება, და ამ სფეროში ნატოს ჯარები და ავღანეთის ეროვნული არმია ერთად მუშაობენ”. ავღანეთის პარლამენტის სპიკერმა იუნის ყანუნიმ ნატოს გენერალურ მდივანს სთხოვა, რომ ნატომ, თალიბანთან ბრძოლისას, თავიდან აიცილოს მსვხერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. დღესვე, უფრო ადრე კი ნატოს გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ავღანეთში უშიშროებისა და განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
XS
SM
MD
LG