Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს
შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებები იგეგმება. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ორი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე გენშტაბის ამჟამინდელი მოადგილე ზაზა გოგავა ინიშნება, სიცრუეა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი საკადრო ცვლილების შესახებ არანაირი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ არის. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ამჟამინდელი მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა გოგავა ინიშნება. რაც შეეხება გენშტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილს, იგი ერთი წლით საფრანგეთში სასწავლებლად მიემგზავრება.
XS
SM
MD
LG