Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტის უმცროსმა ძმამ, იანუშ


ყირგიზეთის პრეზიდენტის უმცროსმა ძმამ, იანუშ ბაკიევმა, უარყო ცნობა, ეროვნული უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან მისი მოხსნის შესახებ.

ყირგიზეთის პრეზიდენტის უმცროსმა ძმამ, იანუშ ბაკიევმა, უარყო ცნობა, ეროვნული უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან მისი მოხსნის შესახებ.
ბიშკეკში გამართულ ბრიფინგზე იანუშ ბაკიევმა განაცხადა, რომ ნებაყოფლობით გადადგა, რათა ხელი შეუწყოს გამოძიებას, რომელმაც უნდა გაარკვიოს ოპოზიციის ლიდერ ომურბეკ ტეკებაევის პოლონეთში დაპატიმრებასთან დაკავშირებული გარემოებები. ტეკებაევი გასულ კვირაში დააკავეს ვარშავის აეროპორტში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩანთაში ჰეროინი აღმოუჩინა. მოგვიანებით პოლონეთშივე სასამართლომ გასცა განკარგულება მისი გამოშვების შესახებ ტეკებაევის განმარტების საფუძველზე, რომ მას ბიშკეკის აეროპორტში, როგორც ჩანს, ჩუმად ჩაუდეს ნარკოტიკი. ერთი ვერსიით, ნარკოტიკის ჩადებაში იანუშ ბაკიევის ხელი ურევია. გუშინ ბაკიევმა უარყო ეს ბრალდება.
XS
SM
MD
LG