Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, ბრიუსელში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, ბრიუსელში იმყოფება.
მან ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ევროკომისართან, ბენიტა ფერერო ვალდნერთან შეხვედრის შემდეგ, ბეჟუაშვილმა შემდეგი განაცხადა:
[ბეჟუაშვილის ხმა]: ”ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის როლს. ევროკავშირი დღეს ჩართულია ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, როგორც ერთ-ერთი დონორი, პროცესის მონაწილე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლია, ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე როლი ევროკავშირმა აფხაზეთის შემთხვევაშიც ითამაშოს - როგორც ფასილიტატორი, როგორც დამხმარე მხარე, და როგორც გარანტორი”. ფერერო ვალდნერმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ საქართველო თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისთვის და ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკისთვის მწვავედ გააკრიტიკა, დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი ზოგადი ატმოსფეროთი კვლავაც შეშფოთებულია. ევროკავშირის დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ”რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ევროკავშირის აზრით, საქართველოში მეტისმეტად ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ ევროკავშირთან მიმართებით. დიპლომატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთს ღიად დაუპირისპირდება, ან ცალმხივი წესით მიიღებს ზომებს, შესაძლოა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დაკარგოს.
XS
SM
MD
LG