Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ელი ვიზელმა და ოსკარის ლაურეატმა, მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ელი ვიზელმა და ოსკარის ლაურეატმა, მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ
გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდეს, ყოველი ღონე იხმაროს სუდანის პროვინცია დარფურის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ვიზელი და კლუნი ფიქრობენ, რომ გაერო ვითარებაში უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სუდანის ხელისუფლება არ დათანხმდება დარფურში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას. "მრავალი თვალსაზრისით უსამართლობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა სიმართლე ისაა, რომ ეს გენოციდი ემთხვევა იმ დროს, როცა თქვენ - უშიშროების საბჭო - თქვენს მოვალეობებს ასრულებდით. იმაზე, თუ როგორ მოიქცევით, დამოკიდებულია ის, თუ რა მემკვიდრეობას დატოვებთ: თქვენს რუანდას, თქვენს კამბოჯას, თქვენს ოსვენციმს," განაცხადა ჯორჯ კლუნიმ. დარფურში სამოქალაქო ომში სამი წლის განმავლობაში ორასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG