Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ბელორუსიაში


პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ბელორუსიაში

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ბელორუსიაში
პოლიტიკურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. მინსკის ცენტრში აქციის გამართვა ოფიციალურად იყო ნებადართული. აქციის ადგილას მისული იყო პოლიცია, თუმცა აქციაში არ ჩარეულა. მაგრამ ათი აქტივისტი, ვინც ქალაქში იმპროვიზირებული დემონსტრაციის გამართვა სცადა, დააპატიმრეს. აქციის მონაწილეთა ლოზუნგები იყო ”სოლიდარობა!” და ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს”. ისინი მთავრობას მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატის, ალექსანდრ კაზულინის, არჩევნების დამკვირვებლების და იმ აქტივისტების გათავისუფლებას სთხოვდნენ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ალექსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო კამპანიას ატარებდნენ.
XS
SM
MD
LG