Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ცნობით, ალიანსის ორი ჯარისკაცი


ნატოს ცნობით, ალიანსის ორი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში ყანდაარის პროვინციაში ველოსიპედზე მჯდომი

ნატოს ცნობით, ალიანსის ორი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში ყანდაარის პროვინციაში ველოსიპედზე მჯდომი
თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად. იუწყებიან, რომ დაშავდა 24 ბავშვი, სულ მცირე ოთხი მათგანი - მძიმედ. ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა კანადელი ჯარისკაცები ბავშვებს ტკბილეულს, რვეულებს და საწერ კალმებს ურიგებდნენ.
ავღანეთის ქალაქ ჰერათში დღეს თვითმკვლელმა 11 ადამიანი იმსხვერპლა. აფეთქება მოხდა მეჩეთის შესასვლელთან. დაღუპულთა შორის 4 პოლიციელია. 18 ადამიანი დაშავდა. ჰერათი საერთოდ დღემდე მშვიდობიან ადგილად ითვლებოდა.

XS
SM
MD
LG