Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმაჯოჯრ ბუშმა გაეროს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმაჯოჯრ ბუშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მსოფლიოს ქვეყნებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმაჯოჯრ ბუშმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მსოფლიოს ქვეყნებს
მოუწოდა, ხელი შეუწყონ დემოკრატიულ რეფორმებს ახლო აღმოსავლეთში. ამავე დროს ბუშმა მიმართა ირანელ ხალხს და თქვა, რომ ირანის ხელისუფლება ხელს უშლის ირანელი ხალხის თავისუფლებას. "თქვენ იმსახურებთ იმას, რომ თავად განსაზღვროთ საკუთარი მომავალი. იმსახურებთ ისეთ ეკონომიკას, რომელიც შეესაბამება თქვენს გონებას და ნიჭს. იმსახურებთ საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი უზარმაზარი პოტენციალის რეალიზაციას. ამ მომავლის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება ისაა, რომ თქვენმა მმართველებმა არჩიეს უარი გითხრან თავისუფლებაზე და თქვენი ქვეყნის რესურსები იმისთვის გამოიყენონ, რომ დააფინანსონ ტერორიზმი, გააღვივონ ექსტრემიზმი და მოიპოვონ ბირთვული იარაღი," თქვა ბუშმა. თავის გამოსვლაში ბუშმა აგრეთვე თქვა, რომ შეერთებული შტატები ომს აწარმოებს არა ისლამის წინააღმდეგ, არამედ თავს იცავს იმათგან, ვინც ისლამს ბოროტად იყენებს სიკვდილისა და ნგრევისთვის.

XS
SM
MD
LG