Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს


ყირგიზეთში, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს გაამართლა ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა

ყირგიზეთში, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს გაამართლა ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა
წინაღამდეგ მიმართულ ზომები- მისი თქმით, რელიგიური ესქტრემიზმი, სერიოზულ საფრთხე უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ექსტრემიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ოპერაციისას, ზოგი მათგანი მოკლეს, ზოგი - დააპატიმრეს.
ბაკიევი ბიშკეში, უშიშროების უწყებათა ხელმძღვანელთა შეკრებაზე გამოვიდა მოწოდებით, მკაცრად მოექცნენ იმათ, ვისაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურს. [ყურმანბეკ ბაკიევის ხმა] “ის ნაბიჯები, ის ზომები, რომლებიც ეროვნული უშიშროების სამსახურმა მიიღო ამ ხალხის გასანადგურებლად, სავსებით გამართლებულია. ჩვენს ასე გავაგრძელებთ. ყველა ვინც ყირგიზეთში იარაღით ჩამოვიდა და ამ იარაღით რაიმეს მოიმოქმედებს, ზუსტად იდენტური ზომებით გავუსწორდებით. ეს ხალხი უნდა განადგურდეს.” ბაკიევის ეს განცხადება მოჰყვა ბოლო დღეებში განხორციელებულ ოპერაციას, რომლის მსვლელობაში მოკლულებს შორისაცაა რაფიკ კორი კამოლუდინიც - ავტორიტეტიანი უზბეკი იმამი. ყირგიზეთში უშიშროების სამსახურმა კამოლუდინი ჯერ ტერორისტად მოიხსენია, შემდეგ გამოთქვა ვარაუდი, რომ ის, შესაძლოა, შემთხვევით მოკლეს.
XS
SM
MD
LG