Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას


ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა თავის ქვეყანას “ტერორიზმის უდიდესი მსხვერპლი" უწოდა.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა თავის ქვეყანას “ტერორიზმის უდიდესი მსხვერპლი" უწოდა.

ჰამიდ კარზაის განცხადებით: [კარზაის ხმა] “ტერორიზმი არ მომდინარეობს ავღანეთიდან. ავღანეთი მისი უდიდესი მსხვერპლია. ამიტომ სამხედრო ოპერაცია მხოლოდ ავღანეთში ვერ მიგვიყვანს საერთო მიზნამდე - ტერორიზმის მოსპობამდე. ავღანეთის მიღმა უნდა ვეძიოთ ტერორიზმის წყაროები. უნდა გავანადგუროთ ტერორისტთა თავშესაფრები ავღანეთის გარეთ”. კარზაიმ გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნა ასევე, რომ ტერორისტების მოქმედების შედეგად მრავალი ავღანელი ბავშვი ვერ სარგებლობს უფლებით, მიიღოს განათლება, ჯანდაცვის ბევრ მუშაკს ხელი ეშლება საქმის კეთებაში.
XS
SM
MD
LG