მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან მუსულმანურ ქვეყანაში, ინდონეზიაში,
რამადანის წმინდა თვე დაიწყო. რესტორნები და სასურსათო მაღაზიები დაიხურა - ვიტრინებზე თეთრი ქსოვილი იყო გადაფარებული, რათა საჭმელს გამვლელებში ცდუნება არ აღეძრა. ინდონეზიის 220 მილიონი მოსახლის 90 პროცენტზე მეტი ისლამის მიმდევარია. რამადანი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ დროს იწყება - ეს ახალ მთვარეზე დაკვირვებასა და ასტრონომიულ გამოთვლებზეა დამოკიდებული. ისლამის სამშობლოში, საუდის არაბეთში, რამადანი შაბათს, 23 სექტემბერს დაიწყო.