თბილისის სასამართლომ “თანასწორობის ინსტიტუტის” ოთხ წევრს ჯარიმის სახით 15-15 ლარის
გადახდა დააკისრა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ “თანასწორობის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ირაკლი კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “მოსამართლემ დიდ ზეწოლას გაუძლო და ჰუმანური განაჩენი გამოიტანა”. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. “თანასწორობის ინსტიტუტი” მათი სამი წევრის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, “ისინი კვლავაც გააგრძელებენ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ და სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯას კვლავაც მოითხოვენ”.