Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანის გრაფიკი შესრულდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანის გრაფიკი შესრულდება.
ბათუმში მომავალ წელს აღარ იქნება რუსეთის სამხედრო ტექნიკის არც ერთი ერთეული, 2008 წელს კი ბათუმის ბაზა აღარ იარსებებს, თქვა მან. ეს ირაკლი ოქრუაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ ალექსანდრ ბარანოვის ნათქვამის საპასუხოდ თქვა. ბარანოვის თანახმად, საქართველოში რუსეთის ორი სამხედრო ბაზიდან ჯარების გაყვანა შეჩერებულია ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამო. ბარანოვის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილება უსაფრთხო არაა. ბარანოვმა თქვა, რომ ეს შედეგი საქართველოს ორი ქორი - თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის - ქმედებას და გადაწყვეტილებას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG