Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩატარდა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩატარდა, თუმცა გარკვეული შეცდომები დაშვებული იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩატარდა, თუმცა გარკვეული შეცდომები დაშვებული იყო.
ასეთი შეფასება გააკეთეს დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისის და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის წაშლილი იყო ზღვარი, რაც ამ ორი სუბიექტის გაიგივებას ახდენდა. ეს კი, მათი შეფასებით, დაუშვებელია. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.

XS
SM
MD
LG