Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და იაპონიამ "ღრმა შეშფოთება"


ჩინეთმა და იაპონიამ "ღრმა შეშფოთება" გამოთქვეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით.

ჩინეთმა და იაპონიამ "ღრმა შეშფოთება" გამოთქვეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით.
ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ პეკინში პირობა დადეს, რომ ერთად შეეცდებიან ფხენიანის დარწმუნებას, ხელი აიღოს ბირთვული გამოცდის ჩატარებაზე. ჩრდილოეთმა კორეამ გასულ კვირაში გაავრცელა განცხადება, რომ ბირთვული გამოცდის ჩატარებას აპირებს. იუწყებიან ასევე, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ორი ქვეყნის ურთიერთობაში "შემოტრიალება"უწოდა. აბე, რომელიც 26 სექტემბრიდან არის იაპონიის პრემიერ-მინიტრი, 2001 წლის შემდეგ ჩინეთში ჩასული პირველი იაპონელი ლიდერია. ორმხრივი ურთიერთობა დაძაბა პრემიერ-მინისტრის პოსტზე აბეს წინამორბედის, ჯუნიჩირო კოიზუმის რამდენიმე ვიზიტმა სასაფლაოზე, სადაც ომის დროინდელ სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული იაპონელებიც არიან დაკრძალული. ორშაბათს იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე სამხრეთ კორეას მიაშურებს.
XS
SM
MD
LG